სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია ესწრებოდა,”- ამის შესახებ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე, ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ანრი ოხანაშვილმა და ფაიგ გულიევმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

აზერბაიჯანის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები