„ბიუჯეტის პროექტი ოპტიმალურია, თუმცა სამინისტროები მის გაფუჭებას ცდილობენ“

„პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი ოპტიმალურია, თუმცა, ცალკეული სამინისტროები თავიანთი მოთხოვნებით – ბიუჯეტის დამატებასთან დაკავშირებით, მის გაფუჭებას ცდილობენ“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო- ანლიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ეკონომიკური განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ გააკეთა. მისი თქმით, თუ 2015 წლის და მიმდინარე წლის ბიუჯეტს შევადარებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად დაიგეგმა. „ბიუჯეტის შექმნისას მთავრობის წევრები ერთმანეთის კონკურენტები გამოდიან, რაც ცოტა უცნაურობაა. ბიუჯეტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან დაპირისპირება კანონმდებლობის არცოდნას, კოორდინაციის არქონას ან სხვა უფრო დიდ პრობლემაზე მიანიშნებს. მისაღებია, რომ ბიუჯეტის პროექტში კორექტირების შეტანას დეპუტატები ითხოვენ, თუმცა, არ შეიძლება, ფეხბურთის ფონდს 30 მილიონი ლარი გადაეცეს მაშინ, როცა ჩვენი ნაკრები გიბრალტარსაც ვერ მოუგებს. თუ 2015 წლის ბიუჯეტს მიმდინარე წლისას შევადარებთ, ის ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად არის დაგეგმილი“, – აღნიშნა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები