ნინო წილოსანი: იმისთვის, რომ ადამიანებს არ აქვთ თავისუფალი სიტყვის შესაძლებლობა, თურმე ჩვეული არის დაპატიმრება და იმისთვის, რომ პოლიცია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე რეაგირებს, თურმე ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა
იმისთვის, რომ ადამიანებს არ აქვთ თავისუფალი სიტყვის შესაძლებლობა თურმე ჩვეული არის დაპატიმრება და იმისთვის, რომ პოლიცია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე რეაგირებს, თურმე ეს ადამიანის უფლებების დარღვევა ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, შალვა პაპუაშვილის Facebook-პოსტსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია იმ ორმაგ სტანდარტზე, რომლითაც ხშირად ესა თუ ის ქვეყანა ხელმძღვანელობს საქართველოსთან მიმართებით.
„როდესაც ისინი ჩვენკენ იშვერენ თითს და ჩვენთან ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ, ორმაგი სტანდარტის მიღმა ალბათ არის რაღაც პოლიტიკური დაინტერესებაც. იმისთვის, რომ ადამიანებს არ აქვთ თავისუფალი სიტყვის შესაძლებლობა თურმე ჩვეული არის დაპატიმრება და იმისთვის, რომ პოლიცია სახელმწიფო გადატრიალებაზე და საბოტაჟის თუ მთლიანად სოციალური ცხოვრების ბლოკირების მცდელობაზე რეაგირებს, თურმე ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების დარღვევა ყოფილა. რა თქმა უნდა, სრულებით არის აღრეული ყველანაირი სტანდარტები და მორალური კომპასი“, – განაცხადა წილოსანმა.