შალვა პაპუაშვილი: ორი დღე გავიდა, რაც რამდენიმე ენჯეომ ამაზრზენი ძალადობის აქტი ჩაიდინა რუსთაველის გამზირზე მეორე დღეა დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას
„მეორე დღეა დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს; მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა.
,,ორი დღე გავიდა, რაც რამდენიმე ენჯეომ ამაზრზენი ძალადობის აქტი ჩაიდინა რუსთაველის გამზირზე. ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს; მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა.
მეორე დღეა, რაც ამ ენჯეოების დონორებმა ფეხქვეშ გაგვითელეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე.
მეორე დღეა ისინი პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ“, – წერს პაპუაშვილი.