მაია ბითაძე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე: გააუმჯობესებს და მეტად აქტიურს გახდის საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირებას
,,ქართული ოცნების” წევრი, მაია ბითაძე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე რეგლამენტში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.
“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, ისევე, როგორც კანონი, არის მოქნილი დოკუმენტი და პრაქტიკიდან გამომდინარე გადაწყდა მისი შეცვლა, გარკვეული ცვლილებების შეტანა. ვფიქრობ, რომ გააუმჯობესებს და მეტად აქტიურს გახდის საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირებას, მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების კუთხით. მინისტრის საათი, პრაქტიკულად, ფორმალობად იყო გადაქცეული, შესაბამისად მინისტრებისთვის კითხვების დასმა და ამ რეჟიმში მათი მოსმენა, ვფიქრობ, რომ ბევრად გააქტიურდება, ისევე, როგორც გააქტიურდება საპარლამენტო კონტროლის სხვა მექანიზმები. გაწერილი ბიუროკრატიის ნაცვლად, გვექნება კონკრეტულ ქმედებებსა და მოსმენებზე ორიენტირებული რეგლამენტი”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. ცვლილებების მიხედვით, ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდება, მინისტრის საათის ფორმატი კი გაუქმდება.