ნინო წილოსანი: საგამოძიებო კომისიის ყოველი შემდგომი სხდომა უფრო და უფრო მძიმეა, რაც მეტად გვაფიქრებს, რამდენად ბოროტი ძალა დავამარცხეთ 2012 წელს
,,საგამოძიებო კომისიის ყოველი შემდგომი სხდომა უფრო და უფრო მძიმეა. ამ შემთხვევაში რობაქიძის და აფრასიძეების ოჯახის წევრებს მოვუსმენთ”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოველი სხდომა აჩვენებს იმას, თუ რამდენად ბოროტი ძალა დაამარცხა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს.
„მოვუსმენთ იმ ისტორიას, რომელიც მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ისეთი დეტალები, რომელიც ამ კომისიის სხდომებზეა განხილული კიდევ უფრო ტკივილს შეიცავს და კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებს, რა ბოროტი ძალა დავამარცხეთ 2012 წელს და რამდენად არ უნდა მობრუნდეს აღნიშნული ძალა“, – აცხადებს წილოსანი.
ცნობისთვის, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მორიგ სხდომას გამართავს.