ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე: “ნაციონალურ მოძრაობას” არ გააჩნია პასუხები
“მთელი საქართველო, ყოველდღიურ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში უყურებს, თუ რა უბედურებას ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიას გაუხანგრძლივდება უფლებამოსილების ვადა, რათა მაქსიმალურად მეტი სიმართლე, მეტი საქმე მოისმინონ საქართველოს მოქალაქეებმა.
“მთელი საქართველო, ყოველდღიურ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში უყურებს, თუ რა უბედურებას ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ყველა ის მტკიცებულებაზე დამყარებული ფაქტი, რომელიც მოვისმინეთ მოხდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. რაც ყველაზე მთავარია, ხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უარს ამბობენ კომისიაში მოსვლაზე ერთი მიზეზის გამო – მათ არ გააჩნიათ პასუხები იმ კითხვებზე, რომელსაც ჩადიოდნენ. კომისიას გაუხანგრძლივდება უფლებამოსილების ვადა, რათა მაქსიმალურად მეტი სიმართლე, მეტი საქმე მოისმინონ საქართველოს მოქალაქეებმა”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.