Euronews: სანამ პუტინი პრეზიდენტი იქნება, ომის დანაშაულისთვის დაუსწრებლად არ გაასამართლებენ

სპეციალური ტრიბუნალი, რომლის შექმნასაც დასავლური ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიების მიზნით აპირებენ, ვლადიმერ პუტინს დაუსწრებლად არ გაასამართლებს, სანამ ის რუსეთის პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

როგორც პროცესის მცოდნე ორი ევროპელი ოფიციალური პირი Euronews-თან საუბარში აცხადებს, იგივე დებულება შეეხება რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.

აღნიშნული მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ ბრალდებულები სასამართლო სხდომას ფიზიკურად დაესწრებიან, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

ალტერნატიულად, დაუსწრებელი სასამართლო პროცესი შესაძლოა პუტინის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები