მაკა ბოჭორიშვილი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე მაღალი დონის სტუმრები იკრიბებიან და განხილული იქნება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე მაღალი დონის სტუმრები იკრიბებიან და განხილული იქნება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს იმ მსჯელობებში, რომლებიც ფორუმის ფარგლებში იქნება ორგანიზებული.
„ანტალიის ფორუმიც გახლავთ ჩვენს რეგიონში შეხვედრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი. უმნიშვნელოვანესი ფორუმი, სადაც საკმაოდ მაღალი დონის სტუმრები იკრიბებიან და განხილული იქნება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ზოგადად, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ასევე საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს იმ მსჯელობებში, რომლებიც ორგანიზებული იქნება ამ ფორუმის ფარგლებში. საქართველო ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის დონეზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში, რომელიც 11-13 აპრილს გაიმართება. 2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“ და ის უკვე მეოთხედ იმართება. ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.