რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის ფედერაციის დამპყრობელმა არმიამ, სარაკეტო შეტევა განახორციელა დნეპრზე. გავრცელდა ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ,- ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, დარტყმის ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. მან სამი დაშავებულისა და ერთი მსხვერპლის შესახებ განაცხადა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსებმა მათ ქვეყანას Shahed-ის ტიპის 145 დრონით შეუტიეს. რუსეთის თავდასხმის შედეგად დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხმელნიცკის, პოლტავისა და მიკოლაივის ოლქები დაზარალდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები