„თუ ინსტიტუტებს პატივი არ ვეცით, ქვეყანას ვერ ავაშენებთ“

„თუ საპრეზიდენტო, საპარლამენტო და სამთავრობო ინსტიტუტებს პატივი არ ვეცით, ქვეყანას ვერ ავაშენებთ“ , – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დოლიძის აღნიშნული შეფასება უშიშროების საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკვაშირებით დასმულმა კითხვამ გამოიწვია.
კერძოდ, საუბარია პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო შემცირებასა და უშიშროების საბჭოს სტრუქტურულ ცვლილებებზე. როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ის პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს და სხვებისგანაც იგივეს ითხოვს:
„თუ საპრეზიდენტო, საპარლამენტო და სამთავრობო ინსტიტუტებს პატივი არ ვეცით, ქვეყანას ვერ ავაშენებთ. პატივს ვცემ პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის ინსტიტუტებს და ამ ინსტიტუტების მშენებლობისთვის ბევრ რამეს გავაკეთებთ. დღეს სასამართლო თავისუფალია, მოსამართლეების მიმართ, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში დაინიშნენ, ქირურქიული ჩარევა არ მომხდარა და ეს სწორიც იყო. ყველაზე რთულია ბალანსის დაჭერა – როდესაც ხალხი ითხოვს, რომ მომხდარზე ყველამ პასუხი აგოს, თან ვიაროთ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ხანდახან სჯობს, საკუთარი მოსახლეობიდან სილა მიიღო, მაგრამ ეს იყოს გამართლებული. ამიტომ, ჩვენ ამავე გზით ვაპირებთ სვლას და რა გამოგვივა, ამას 2016 წელს გადაწყვეტს ხალხი, ისევე, როგორც როგორც 2012 წლის არჩევნებზე გადაწყვიტა“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები