საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ივნისში გეგმავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
“ჩვენ აღიარების მიმართულებით წინ უნდა წავიწიოთ და ამას მომდევნო თვეებში გავაკეთებთ. ჩვენი მიზანია, ივნისში ვუხელმძღვანელოთ კონფერენციას საუდის არაბეთში, სადაც შევძლებთ რამდენიმე მხარის მიერ ერთობლივი აღიარების მოძრაობის ბოლომდე მიყვანას”,- აღნიშნავს მაკრონი.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ასევე ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ ისრაელის აღიარებას.
ისრაელმა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება უკვე გააკრიტიკა და დაგეგმილ ნაბიჯს “ტერორიზმისთვის ჯილდოს მიცემა” უწოდა.