ისრაელის დაბომბვებს ღაზაში 38 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზაში, შეჯაის რაიონში, ისრაელის საჰაერო თავდასხმას სულ მცირე, 38 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
მედიის ცნობით, თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელდა.

სამოქალაქო თავდაცვის სპიკერმა მაჰმუდ ბასალმა განაცხადა, რომ მსხვერპლთა შორის რვა ქალი და რვა ბავშვია. დაშავებულია 85-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბევრი მძიმე მდგომარეობაშია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, დარტყმის ადგილას სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შენობის ნანგრევების ქვეშ უგზო-უკვლოდ დაკარგულია 34 ადამიანი, ასე რომ, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დარტყმის სამიზნე ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” მეთაური იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები