მიხეილ ხუბუტია: მოსკოველი მდიდარი ქართველები მეუბნებიან, ყველაფერი ცუდად დაგიბრუნდებაო!

“ქალბატონი გურანდა გაბუნია გადასარჩენი რომ იწვა მოსკოვში, მე დამირეკეს! ფული კი გადავიხადე, შემეძლო ჩემი ოჯახისთვის დამეხარჯა, მადლობა ვინ თქვა”,- ამის შესახებ მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ხუბუტია ამბობს, რომ მას სიკეთე უკან ცუდად უბრუნდება, რასაც მისი შვილი ძალიან განიცდის.
„ღმერთმა მე დამიბრუნოს სიკეთედ, რამდენ ადამიანსაც მე ცხოვრება დავუბრუნე!
ქალბატონი გურანდა გაბუნია გადასარჩენი რომ იწვა მოსკოვში, მე დამირეკეს! ფული კი გადავიხადე, შემეძლო ჩემი ოჯახისთვის დამეხარჯა, მადლობა ვინ თქვა! გადაცემაში კი შეეშინდა! ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ ჩემი თავი, ქალბატონო! კი მეუბნებიან მოსკოველი მდიდარი ქართველები, ყველაფერი ცუდად დაგიბრუნდებაო! „კა-ვე-ენის“ წარმომადგენელმაც როგორმა შეშინებულმა წარმოთქვა ჩემი სახელი!
მე კი მივეჩვიე, მარამ ჩემი პატარა 13 წლის შვილი გაგიჟებულია, ლამის გული ასტკივდეს! როგორ პასუხობენ ქართველები კეთილ საქმეს”, – წერს ხუბუტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები