თენგიზ შერგელაშვილი ევროსაბჭოს სიტყვით მიმართავს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი დღეს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 27-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
სამინისტროს ინფორმაციით, შერგელაშვილი კონგრესის სხდომაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება და ის კონგრესის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ანგარიშს წარუდგენს.
შერგელაშვილი ყურადღებას გაამახვილებს რეფორმის იმ შედეგებზე, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია, ასევე, ისაუბრებს მომდევნო ეტაპზე განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებაც იმსჯელებს და მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც რეკომენდაციების სახით კონგრესის წინადადებები დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები