“ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიაზე, არღვევს კანონს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა ამაზე გათვალისწინებული” – მაჭავარიანი

“ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიაზე, ამით არღვევს კანონს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის ამაზე გათვალისწინებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

მისი თქმით, ეს არის ყოვლად მიუღებელი და სახელმწიფო სათანადო პასუხს გასცემს ნებისმიერ ასეთ ადამიანს.

“ძალიან მძიმე მოსასმენია იქ რასაც ვისმენთ, რასაც ახალგაზრდები ისმენენ, თუმცა ეს აუცილებელი არის, ვინაიდან სამართლიანი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს, ვისაც არ ახსოვს ეს ყველაფერი – გადამეორების კარგი საშუალებაა”, – ამბობს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები