ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე: ძალიან მძიმე მოსასმენია რასაც იქ ვისმენთ, რასაც ახალგაზრდები ისმენენ, თუმცა ეს აუცილებელია
„ძალიან მძიმე მოსასმენია რასაც იქ ვისმენთ, რასაც ახალგაზრდები ისმენენ, თუმცა ეს აუცილებელია, ვინაიდან სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, კომისია როგორც კი მუშაობას დაასრულებს, ამ ყველაფერზე დაყრდნობილი რეკომენდაცია პროკურატურას, შესაბამის უწყებებს გადაეცემა.
„ეს ყველაფერი შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ შეიკრას მტკიცებულებები, ფაქტები, რათა კომისია როგორც კი მუშაობას დაასრულებს, ამ ყველაფერზე დაყრდნობილი რეკომენდაცია პროკურატურას, შესაბამის უწყებებს გადასცეს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება.