დავით მათიკაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე: ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაიდინა

„ბუტა რობაქიძის საქმე, ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაიდინა,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, თუ საგამოძიებო კომისიას თავს აარიდებენ, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი წესით იქნება გამოყენებული ის სანქცირება, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამის კოდექსში.

„ბუტა რობაქიძის საქმე, ეს არის საქმე, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაიდინა და პირდაპირ ქუჩაში დახვრიტა ახალგაზრდა ბიჭი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველა, ვინც დაიბარეს შესაბამისად საგამოძიებო კომისიაზე, ვალდებულია მივიდეს და საზოგადოებას უთხრას, გასცეს პასუხი. თუკი ისინი თავს აარიდებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი წესით იქნება გამოყენებული ის სანქცირება, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამის კოდექსში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები