შალვა პაპუაშვილი: მოქმედ რეგლამენტში 65 ცვლილებაა შეტანილი, ამიტომ აუცილებელი გახდა ახალი სტრუქტურის შექმნა

„საპარლამენტო უმრავლესობამ,  დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედ რეგლამენტში 65 ცვლილებაა შეტანილი, ამიტომ აუცილებელი გახდა ახალი სტრუქტურის შექმნა.

„ორი წელია საქართველოს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს. მოქმედი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს, მოხდა შესწავლა იმის თუ რა ხარვეზები არის, რა გვაჩვენა პრაქტიკამ. მოქმედ რეგლამენტში არის 65 სხვადასხვა ცვლილება შეტანილი. აქედან გამომდინარე საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა იმისთვის, რომ დუბლირება იყოს გამორიცხული. ასევე, ადვილად გამოსაყენებელი, რომ იყოს, მათ შორის არა იურისტი პარლამენტის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის. ახალი რეგლამენტის მიხედვით აღმოიფხვრება ყველა ორაზროვნება, რაც არის პროცედურებში და ა.შ.“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები