თეთრი სახლის პრესმდივანი: დასრულდა ის დღეები, როდესაც აშშ-ს ძარცვავდნენ

დღეები, როდესაც აშშ-ს ძარცვავდნენ, დასრულდა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, ტარიფების გამოცხადება აშშ-ის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება.

„ჩვენი ქვეყანა იყო ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში. მაგრამ ძალიან ბევრ უცხოურ ქვეყანას აქვს ბაზრები დახურული ჩვენი ექსპორტისთვის. ეს ფუნდამენტურად უსამართლოა. ჩვენ ვაქვეყნებდით ინფორმაციას მოსალოდნელი ტარიფების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ ხვალიდან დაწესდება, ისინი, ასევე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები