რამზან კადიროვმა თავისი შვილი ჩეჩნეთის შს სამინისტროს კურატორად დანიშნა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავისი ვაჟი, ადამ კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორად დანიშნა.
საზეიმო შეხვედრა ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
ადამ კადიროვმა ჯილდოები გადასცა, მიულოცა და მადლობა გადაუხადა პოლიციელებს კეთილსინდისიერი სამსახურისა და ფიცისადმი ერთგულებისთვის.
“გამოვთქვამ რწმენას, რომ პოლიცია გააგრძელებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის ახმატ-ხაჯი კადიროვის გზას, დაიცავს ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას, დაიცავს ჩვენი სამშობლოს ინტერესებს”,- განაცხადა ადამ კადიროვმა.