“დროებით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ახალი დაწყებული აქვს და უკვე სკანდალურ ინფორმაციებს ვისმენთ” – კირცხალია

აქ “დროებით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ახალი დაწყებული აქვს და უკვე სკანდალურ ინფორმაციებს ვისმენთ. მნიშვნელოვანია, რომ კომისიას მანდატი ეზრდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„მათ მიერ ჩადენილ სისტემურ წამებას რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ აგვისტოს ომი რომ განვიხილოთ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის მყარი საფუძვლებია. ყველაზე კარგად თავად იციან, ვის და რას ემსახურებოდნენ 2012 წლამდე და მას შემდეგ“, – განმარტა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები