2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: პარლამენტარებს ვეკითხებოდი, სად წავიყვანო მოსახლეობა-მეთქი და სადაც ცარიელ შენობებს ნახავთო; ხალხმა თვითონ გადაწყვიტა შენობების დაკავება, მეც ვიღაცამ მითხრა – სატყეოს შენობა არის ცარიელიო, წავედი და იქ შევედი

“2004-შიც გამოვიყვანეთ მოსახლეობა, ბავშვები და ქალები, მაგრამ მაშინ ვიცოდით სად უნდა წაგვეყვანა. მარტო კახეთის რეგიონში, 5 რაიონში მყავდა გადანაწილებული, მყავდა ბაზალეთზე, მყავდა საგურამოში. ვიცოდი, სად უნდა მიმეყვანა, მაგრამ ესენი რომ გამოიქცნენ, თავს უშველეს და გამოვიდნენ, ნათესავებს შეაფარეს თავი, ახლომახლო სოფლებს გორის რაიონის, ქარელის რაიონის სოფლებში შევიდნენ, მაგრამ ის სოფლებიც დაიბომბა, შინდისი დაიბომბა, ტახტისძირი დაიბომბა და იქიდანაც მოუწიათ გაქცევა”, – ამის შესახებ 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტარებს ეკითხებოდა – სად წაეყვანა დევნილი მოსახლეობა და პასუხად მიიღო – დაეკავებინათ ცარიელი შენობები და ხალხმა თვითონ გადაწყვიტა, სად შესახლებულიყვნენ.

„თბილისში რომ ჩამოვედი პარლამენტის წინ დამხვდა ეს მოსახლეობა, სადმე წაგვიყვანეო. სად უნდა წამეყვანა? ვეკითხებოდი სად წავიყვანოთ ეს ხალხი? პარლამენტარებს ვეკითხებოდი სად წავიყვანო თქო და რა ვიცი სადაც ცარიელ შენობებს ნახავთო და ხალხმა თვითონ გადაწყვიტა ცარიელი შენობების დაკავება, სკოლების, საბავშვო ბაღების, სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები. მეც ასე დავიკავე, ვიღაცამ მითხრა სატყეოს შენობა არის ცარიელიო და წავედი და იქ შევედი. ახლა, რომ რესურს ცენტრია რაღაცა სატყეოს შენობაში, ვიყავი რამდენიმე თვე“, -განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები