“საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია” – დავით მათიკაშვილი

“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები უკვე სახეზეა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“ტურისტების გაზრდილი რაოდენობა, გაღრმავებული ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობა და მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ბანკებს შორის, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა და ის საბანკო ბერკეტები და მექანიზმები, რომლებიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, იმ პარტნიორული ურთიერთობის ფონზე, რომელიც დღითი დღე ღრმავდება”, – აღნიშნავს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები