საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ალექსი გილაშვილთან ერთად  დღეს მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს მზის ამოსვლისას ესტუმრა, რამაზანი მარხვის დასრულება მიულოცა და  მომლოცველებს ტრადიციული ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

გულიკაშვილმა მათ, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„რამაზან ბაირამს ვულოცავ ჩვენს მუსლიმ ძმებს. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი თანაცხოვრების ისტორია საუკუნეებს ითვლის; ჩვენ გვაკავშირებს დიდი მეგობრობა, ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი სიახლოვე და ურთიერთპატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა. მთელი გულით ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები