“მოხარული ვარ, რომ ამ ვიზიტის წარმატებამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ეროვნულ ბანკებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერას”, – აკის შესახებ „იმედის კვირასთან“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა განუცხადა, რითაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.
„მიმაჩნია, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი ჩვენს შორის ფინანსური თანამშრომლობისა. გავწიეთ ახალი ფინანსური ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისათვის. ჩვენი ორი სახელმწიფოს კომერციულ და თავისთავად, ეროვნულ ბანკებს შორის თანამშრომლობა, დაცული ფინანსური გარემოს მკაფიო ნიშანია, არა მხოლოდ ინვესტორებისათვის, არამედ ასევე ტრეიდერებისთვის. ასევე, სასურველია მეტი დაახლოება მეწარმეობისა და მოგზაურობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ჭოუ ციენმა.
ცნობისთვის, ჩინეთის ცენტრალურ ბანკსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მემორანდუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.