პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.
ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი.