მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება.
მინისტრი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის,“ რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ვიცე-პრემიერს, მეცნიერების, ჯანმრთელობის, განათლების, სპორტისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში, ბაირამგულ ორაზდურდიევას, ასევე ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრის მირატ მამედოვს შეხვდა.
მიხეილ სარჯველაძემ, თურქმენელ კოლეგებს, ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. განიხილეს ორ ქვეყანას შორის, ჯანდაცვის მიმართულებით, არსებული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ანდრო კაჭკაჭიშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.