ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ჩრდილოეთ ისრაელში მშვიდობის გარეშე, ბეირუთში მშვიდობა არ იქნება

დღეს დილით, ლიბანიდან რაკეტის გასროლის შემდეგ, IDF აცხადებს, რომ ის ახორციელებს დარტყმების ტალღას “ჰეზბოლას” სამიზნეებზე ქვეყნის სამხრეთში.

ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ორი “ჭურვი” იქნა გასროლილი, ერთი შეჩერებული იყო, მეორე კი ლიბანის შიგნით ჩავარდა.

რაკეტის გასროლის შემდეგ, სამხრეთ ბეირუთის გარეუბანში მდებარე შენობების ევაკუაციის გაფრთხილება გასცეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, თუ ისრაელის ჩრდილოეთ თემებში მშვიდობა არ იქნება, მშვიდობა არ იქნება, არც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში.

„ლიბანის მთავრობას პირდაპირ პასუხისმგებლობა ეკისრება გალილეაზე თავდასხმაზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ გალილეას მაცხოვრებლების უსაფრთხოებას და ვიმოქმედებთ ძლიერად ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები