მარტვილის მერიაში გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ  გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა.

„შეხვედრაზე პროექტ „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ საკითხები განიხილეს. პროექტის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, სურსათის წარმოების გაძლიერება.

პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით.

პროექტის ბენეფიციარები არიან შერჩეული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლება, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, ასევე შერჩეული მუნიციპალიტეტების სოფლის თემები, მათ შორის სოფლად მცხოვრები ოჯახები, სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლები, მწარმოებელთა ჯგუფები, სექტორული ასოციაციები, ახალგაზრდული ჯგუფები და ქალები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები