ანალენა ბერბოკი: რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას წინაპირობების გარეშე უნდა დათანხმდეს
ვლადიმერ პუტინი და კრემლი აგრძელებენ ტყუილს და აცხადებენ, რომ მზად არიან მშვიდობის მისაღწევად. მათი ზრახვების გულწრფელობის ნდობა შეუძლებელია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დიპლომატმა დადებითად შეაფასა შეერთებული შტატების ძალისხმევა მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებაზე, რადგან მოლაპარაკება „ყოველთვის მნიშვნელოვანია და კარგია“.
„ამავდროულად, საკუთარ თავს ვერ მოიტყუებთ და, უპირველეს ყოვლისა, ვერ მისცემთ რუსს [ლიდერს] დაბრმავების უფლებას. ეს არ არის დიალოგის სიტუაცია, თუ ცეცხლის შეწყვეტა ისევ და ისევ ასოცირდება დათმობებთან და ახალ მოთხოვნებთან“, – განაცხადა ბერბოკმა.