Politico – ევროკავშირში კაია კალასის მუშაობის სტილს აკრიტიკებენ
ევროკავშირში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მუშაობის სტილს და მის რუსეთის მიმართ პოზიციას აკრიტიკებენ, – ამის შესახებ, გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, კაია კალასით უკმაყოფილება თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, 2024 წლის ბოლოს დაიწყო, როცა ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი კიევში იმყოფებოდა და ვიზიტის შემდეგ მან ტვიტერზე დაწერა: „ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი რუსეთის წინააღმდეგ”.
მის მიმართ ზოგიერთ ევროპელ მაღალჩინოსანს პრობლემა ჰქონდა, რომ საკუთარ თავს მისცა უფლება, გასცდენოდა დადგენილ ჩარჩოებს და ამასთან, მისი პოზიცია არ ემთხვევა ევროკავშირის ყველა დიპლომატის პოზიციას.
„ის (კალასი) კვლავ პრემიერ-მინისტრის მსგავსად მოქმედებს. მისი მოსმენის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან და ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია”,- თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.