„საკმაოდ დახუნძლული, პროდუქტიული სამი დღე გამოვიდა სერბეთში” – მარიამ ლაშხი

„საკმაოდ დახუნძლული, პროდუქტიული სამი დღე გამოვიდა სერბეთში”, – ამის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“, სერბეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დელეგაცია ხელშესახები შედეგებით ბრუნდება საქართველოში.

“მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტების დროს მთავარი ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებაზე, ოკუპაციაზე და ევროინტეგრაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხი ჩვენი ორმხრივი შეხვედრების.

არის კონკრეტული შედეგები რამდენიმე მიმართულებით: პირველი – პოლიტიკური კუთხით. ჩვენ სერბეთს მხრიდან, კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური და მყარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ოკუპაციის დაგმობის. ამ მიმართულებით ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს.

ასევე მნიშვნელოვანი იყო საუბრები უსაფრთხოების გარშემო. მსჯელობა გვქონდა მოლაპარაკებების ნაწილზე, რაც იმართება აშშ-სა და რუსეთს შორის, გადაწყვეტილება ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ასევე ევროინტეგრაციის პროცესზე. ჩვენ დეტალურად გავეცანით იმ კონკრეტულ რეფორმებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც საგარეო კომიტეტის, ევროინტეგრაციისა და სხვა დარგობრივი კომიტეტების ფარგლებში განხორციელდა.

მეორე, მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი ვიზიტის, არის სერბეთის საელჩოს გახსნა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი სერბეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის“, – აღნიშნა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები