“ქართველ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასა და კანონთან ბრძოლაში ყველა დამარცხდება, ვისი მიზანიც იქნება, რომ როგორმე ამ ქვეყანაში კანონი და სამართლიანობა ჩამოშლილი იყოს” – გორდულაძე

“ქართველ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასა და კანონთან ბრძოლაში ყველა დამარცხდება, ვისი მიზანიც იქნება, რომ როგორმე ამ ქვეყანაში კანონი და სამართლიანობა ჩამოშლილი იყოს. ეს არ გასვლია არავის და არც მომავალში გაუვა”, – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

გორდულაძე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძის არ გამოცხადებას გამოეხმაურა.

„მამუკა ხაზარაძეს ვურჩევდი ერთ მარტივ რამეს, რომ მოემზადოს იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც მას კანონი აკისრებს და დამდგარი ფაქტია, რომ იგი არ დაემორჩილა საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას. მე არ ვარღვევ არავითარ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციას, უბრალოდ, ფაქტებზე ვსაუბრობ – მას გაეგზავნა შესაბამისი მოთხოვნა საგამოძიებო კომისიის მხრიდან, რომ გამოცხადებულიყო სხდომაზე და კეთილი ენება და საზოგადოების წინაშე გაეცა ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი. მაგრამ ამ ყველაფერს მან თავი აარიდა და არ გამოცხადდა. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ გვიწერია, რომ საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული, ისჯება კანონით და კანონის წინაშე ყველა თანასწორია”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები