თორნიკე ჭეიშვილი „მედიახმის“ კვლევაზე: იქნება ეს კვლევა თუ ნებისმიერი პროცესი, რომლის მიღმაც იკითხება შესაბამისი საელჩოების ხელი, შესაბამისი ქვეყნების ფონდების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით განმარტებებს

თორნიკე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი გერმანიის დაკვეთით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლის ორგანიზაციის – „მედიახმის“ მიერ მედიის შესახებ კვლევას გამოეხმაურა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება ეს კვლევა თუ ნებისმიერი პროცესი, რომლის მიღმაც იკითხება შესაბამისი საელჩოების ხელი, შესაბამისი ქვეყნების ფონდების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით განმარტებებს – თუ რატომ კეთდება აქცენტი კონკრეტულ შემთხვევაში სწორედაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მათთან აფილირებულ პირებზე, ექსტრემისტულ „ენჯეოებზე“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები