“ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებული აგრესიით და უსამართლობით გამოირჩევიან ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით” – ბოჟაძე

“ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებული აგრესიით და უსამართლობით გამოირჩევიან ჩვენი ქვეყნის  მიმართ. სწორედ ეს სახელმწიფოები იყვნენ, რომლებიც ღიად ერეოდნენ წინა საარჩევნო პროცესებში ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ , “ქართული ოცნების” წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.

“სამწუხაროა, რომ ახლაც, ვადაგასული პრეზიდენტი სწორედ ამ ქვეყნებმა მიიწვიეს და თავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ასევე მოვისმინეთ არაერთი ტყუილი და დეზინფორმაცია, ისევე როგორც, ტყუილი და დეზინფორმაციაა ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების განცხადება, რომ საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალა. ეს სახელმწიფოები იყვნენ, რომლებიც ჩვენ გვაიძულებდნენ და გვთხოვდნენ, რომ დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები რუსეთთან და ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არღვევენ საერთაშორისო სანქციებს რუსეთთან მიმართებით და სწორედ ბალტიის სახელმწიფოები გამოიყენებიან, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გაიზარდოს რუსეთიდან იმპორტი ამ ქვეყნებში და შესაბამისად – ევროკავშირში. გარდა იმისა, რომ ისინი არყის იმპორტით ხუთეულში არიან რუსეთიდან, ასევე თავად არიან მთავარი ექსპორტიორები ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და სხვადასხვა პროდუქციის რუსეთში”, – აცხადებს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები