მეზურნიშვილი – სერბეთში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მალე დაინიშნება პირდაპირი ფრენები ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით; ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სერბეთში ვიზიტი დაასრულა.

მხარეებმა საგარეო კურსსა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„შევხვდით ჩვენს კოლეგებს როგორც თავდაცვის, ისე განათლების სფეროში. ასევე ინტენსიური შეხვედრები იყო ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ გავზარდოთ ბრუნვა ერთმანეთში, ვაჭრობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მალე დაინიშნება პირდაპირი ფრენები ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. ჩვენ გავცვალეთ სიტუაცია, თუ რა ხდება და როგორი მდგომარეობაა საქართველოში. ასევე, სერბეთში“, – განაცხადა „ქრონიკასთან” საუბრისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე,ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები