კულტურის სამინისტრო „ნიჭიერთა ათწლედის” დირექტორს – ნოდარ ჟვანიას დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს კულტურის სამინისტრო, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის” დირექტორს – ნოდარ ჟვანიას დაბადების დღეს ულოცავს. სამინისტრო ნოდარ ჟვანიას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
„ნოდარ ჟვანიას მინიჭებული აქვს სახალხო არტისტის წოდება. მუსიკოსი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, მათ შორის: შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების; ასევე გახლავთ საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი. მინიჭებული აქვს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება, 1966 წლიდან დღემდე საქართველოს სულხან ცინცაძის სახელობის სიმებიანი კვარტეტის უცვლელი წევრია. იგი აქტიურად აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.