ტრამპი აღიარებს, რომ რუსები, შესაძლოა, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას აჭიანურებენ
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ცდილობდეს გადადოს უკრაინასთან სრული ზავი, – ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ მოსკოვს საბოლოოდ ომის დასრულება სურს.
“შეიძლება ისიც იყოს, რომ ისინი ფეხს ითრევდნენ”, – აღიარა ტრამპმა.
როგორც Politico წერს, როდესაც შეერთებული შტატები კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმების პირობების გათიშვას ცდილობს, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა დაადანაშაულეს კრემლი მოლაპარაკებების ჩაშლაში, სამწლიანი სრულ მასშტაბიანი შემოჭრის დასასრულებლად დაგვიანებული პირობებისა და მოთხოვნების ჩამონათვალის წარმოდგენით.
ამასთან, ორშაბათს ერ-რიადში მაღალი დონის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, თეთრმა სახლმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ვალდებულნი არიან შეაჩერონ ბრძოლა შავ ზღვაში. მაგრამ კრემლმა საკუთარ განცხადებაში თქვა, რომ საზღვაო ზავი ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ გააუქმებს გარკვეულ სანქციებს მის ფინანსურ ინსტიტუტებზე.