მედია: აშშ-ის მაღალჩინოსნების საიდუმლო ჩატში ჟურნალისტის დამატების ფაქტს ილონ მასკის უწყება გამოიძიებს

ილონ მასკი და მისი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის გუნდი განიხილავენ, თუ როგორ დაემატა The Atlantic-ის რედაქტორი Signal-ის ჯგუფურ ჩატში, სადაც განიხილებოდა აშშ-ის სამხედრო თავდასხმის გეგმები იემენში,- ინფორმაცია თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ABC News-ს დაუდასტურა.

მანამდე, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა მიანიშნა საქმეში მასკის ჩართულობაზე და თქვა: “მე ახლახან ველაპარაკე ილონს – ჩვენ გვაქვს საუკეთესო ტექნიკური გონება, რომელიც ნახავს, როგორ მოხდა ეს”.

მედიის ცნობით, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის თანამშრომლებს აგრეთვე მოუწევთ იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გახადონ მთავრობის წევრების საუბრები მეტად უსაფრთხო.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა სამშაბათს საღამოს Fox News-ზე განაცხადა, რომ ილონ მასკის ექსპერტთა გუნდი ამას აკვირდება და ეროვნული უშიშროების საბჭო ამ საკითხს იკვლევს, რათა ეს აღარასოდეს განმეორდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები