უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში გაემგზავრა.

ინფორმაცია ამის შესახებ,  მინისტრმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა გუშინ მიაღწია ახალ ეტაპს, ასე რომ, მსოფლიო კვლავ გახდა უფრო უსაფრთხო ადგილი. სამი წელია ვამბობთ, რომ საკომუნიკაციო არხები ღია უნდა იყოს. ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებები მოსკოვში შეეხება მშვიდობას, ენერგო მომარაგების უსაფრთხოებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას”,- წერს სიიარტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები