გიორგი ვოლსკი: ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოსვლა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არც იყო მოსალოდნელი – იმხელა უბედურება დააწიეს მთელ რიგ ოჯახებს

„პასუხები პრაქტიკულად არ აქვთ, როგორ ხდებოდა ისე, რომ ციხეში, თუ მის გარეთ მყოფი ადამიანი თავის ქონებას აფორმებდა ხელისუფლებაზე,“ – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ – გიორგი ვოლსკიმ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით განაცხადა.

„ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოსვლა [საგამოძიებო კომისიის სხდომაზე] არც იყო მოსალოდნელი. იმხელა უბედურება დააწიეს მთელ რიგ ოჯახებს, რომ პასუხები პრაქტიკულად არ აქვთ, როგორ ხდებოდა ისე, რომ ციხეში, თუ მის გარეთ მყოფი ადამიანი თავის ქონებას აფორმებდა ხელისუფლებაზე და ამაში მონაწილეობას იღებდა კონკრეტული ბანკი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება. გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები