ღაზაში, ჭურვის შედეგად წითელი ჯვრის ოფისი დაზიანდა
ღაზაში, ქალაქ რაფაჰში ჭურვის შედეგად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ოფისი დაზიანდა.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარის შედეგად თანამშრომლები არ დაშავებულან.
ადგილობრივი ტელეარხის, Al Aqsa-ს ინფორმაციით, ისრაელის არმიის ტანკმა ქალაქ რაფაჰში წითელი ნახევარმთვარის შენობას ესროლა.