საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე, ეკატერინე ნანდოშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძემ და გამგეობის წევრმა – მეგი მაღალდაძემ, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
ასამბლეაზე სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიატების წარმომადგენლები გაეცნენ საბჭოს მიერ ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე შედგენილ სახელმძღვანელოს. იმსჯელეს სამეწარმეო სამართლის განახლებაზე, დარგის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.
ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭო (CNUE), ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დამკვირვებლის სტატუსის მქონე 8 ქვეყნის – მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნოტარიატისგან შედგება.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით გასულ წევრს გაწევრიანდა, რაც ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს.