23 მარტი ჯემალ აჯიაშვილის დაბადების დღეა

23 მარტს მწერალი, პოეტი და მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი დაიბადა. დღეს მას 81 წელი შეუსრულდებოდა.

* * *

ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან
რაღაც ხუთი თუ ექვსიოდე წელი გავიდა,
მაგრამ უეცრად სამყაროში გაჩნდა ნაპრალი −
ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან;
სამკლად სხვა მინდვრებს სთავაზობენ ნადს თუ მამითადს,
სულ სხვა ჯიში და მოდგმა მოდის − დედით, მამითაც
და სხვა მზით ცრუობს შემოდგომის დღე შესაბრალი −
ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან;
მალე გახვალ და გამოღმიდან გაღმა გამიტან −
ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან;
სხვა დღე იბარტყებს, სხვანაირი მზით და ბარტყებით −
იჭვით, იმედით, წარღვნის წყლებით და ცისარტყელით, −
ეს ჩამჩურჩულა მომაკვდავმა ჩემმა მამიდამ −
ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან…

ჯემალ აჯიაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები