სვანეთში სათხილამურო ტურნირი – „ზურულდის თასი 2025″ გაიმართა
ტურნირში მოყვარული მოთხილამურეები მონაწილეობდნენ, გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.
ტურნირის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ, ჰაწვალზე სხვადასხვა ტიპის აქტივობები გამართა. მოეწყო კვების სივრცე და ფოტო ზონა. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე დიჯეიმ იზრუნა.
ღონისძიების მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაცია, რეგიონის სეზონურობის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.