ვოლსკი – ოპოზიციაზე: რაღაც საკითხზე კამათობენ, მაგრამ, რასაკვირველია, ელოდებიან მთავარ ინსტრუქციას, რომელიც ალბათ ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდეს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“შიგნით შეიძლება, მათ სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ თავისი აზრით არიან რევოლუციონერები, რომლებიც უპირისპირდებიან საქართველოს. რაღაც საკითხზე კამათობენ, მაგრამ რასაკვირველია, ელოდებიან მთავარ ინსტრუქციას, რომელიც ალბათ ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდეს. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიღებენ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც არ იცვლება, რაც კონსტანტაა, ეს არის საქართველოს დაზიანებისთვის ვის უფრო უკეთესი რესურსი აქვს შეთავაზებული ამ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ფორმატში”, – აცხადებს ვოლსკი.