ჩვენ შესახებ

მედიაჰოლდინგი „კვირა“ 2013 წელს შეიქმნა. ის რამდენიმე ვებგვერდსა და პრესკლუბსა და აერთიანებს.

საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი კვირა – www.Kvira.ge

მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, მსოფლიო, კულტურულ, სპორტულ და სხვა სიახლეებს აშუქებს. ვებგვერდი აკადემიური შინაარსისაა. აქ სისტემატურად იბეჭდება ანალიტიკური სტატიები და ვიდეოსიახლეები.

პრესკლუბი

პორტალ “კვირას“ ბაზაზე ფუნქციონირებს პრესკლუბი, სადაც დღის განმავლობაში 3-4 პრესკონფერენცია იმართება. პრესკლუბის სტუმრები პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები არიან, რომლებიც აქტუალურ თემებზე განცხადებებს და შეფასებებს აკეთებენ.

“სითი კვირა”

„სითი კვირა“, მედიაჰოლდინგ „კვირასა“ და ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ ერთობლივი პროექტია. ის, ძირითადად, დედაქალაქის პრობლემატიკასა და მისი ურბანული განვითარების პერსპექტივებს აშუქებს, დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში გაეცნოს დედაქალაქის ყველა სიახლეს, პრობლემას, საკანონმდებლო ცვლილებებსა და მისი განვითარების პერსპექტივებს.

“კიბერ კვირა”

„კიბერ კვირა“ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, როგორც საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. მისი მიზანი კიბერუსაფრთხოების კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მონაცემთა გაცვლის სააგენტო; საქართველოს კრიზისების მართვის საბჭო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

“კვირა პლიუსი”

პორტალის ბაზაზე ასევე შექმნილია ვებგვერდი „კვირა+“, რომელიც პორტალ „კვირას“ დამატებას წარმოადგენს. ის აპოლიტიკური შინაარსის ვებგვერდია, სადაც პუბლიკაციები, ორიგინალური სტატიები, ფოტო და ვიდეომასალა ქვეყნდება.

“ქართული კვირა”

საინფორმაციო პორტალი „ქართული კვირა“ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც საინფორმაციო ონლაინბაზარზე არსებობს. მის სამიზნე აუდიტორიას, მსოფლიოს მასშტაბით ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმები სხვადასხვა ქვეყნის სათვისტომოებთან და დიასპორებთან. მნიშვნელოვანი, საჭირო და სანდო კონტენტით, “ქართულმა კვირამ” ქართველი ემიგრანტების ინტერესი და ნდობა დაიმსახურა. “ქართული კვირა” ინტერნეტსივრცეში საინფორმაციო ვებპორტალისა და ფეისბუქგვერდით არის წარმოდგენილი. ორივე ინტერნეტსივრცე აქტიურად მზარდი განვითარების საფეხურზეა და მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში აწარმოებს, რათა სამიზნე აუდიტორიას, ქვეყანაში არსებული სიახლეების შესახებ, მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს.

“რეგიონული კვირა”

“რეგიონული კვირა” მედიაჰოლდინგ “კვირას” პლატფორმაზე შექმნილი საინფორმაციო პორტალია. ის საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს. საიტზე თავმოყრილია ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ამბავი. “რეგიონულ კვირას” თან ერთვის ფოტო და ვიდეო კონტენტი.

- რეკლამა -