გიორგი ვოლსკი: საფრთხეები უკან არ მოგვიტოვებია, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა კვლავ დღის წესრიგშია და ის საქმიანობა, რასაც ახლა ვეწევით, რასაკვირველია გასაგრძელებელია

საფრთხეები უკან არ მოგვიტოვებია, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა კვლავ დღის წესრიგშია და ეს საქმიანობა, რასაც ახლა ვეწევით, რასაკვირველია არის გასაგრძელებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს გაორმაგებული ეკონომიკური მაჩვენებლები კარგია, კარგი ინდიკატორებია, მაგრამ არაფრად დაგიდევენ ადამიანები, თვლიან – მერე რა, რომ ეკონომიკური პროგრესია, მერე რა, რომ სოციალური პაკეტი გაძლიერებულია, შეინარჩუნეს სტაბილურობა, მაგრამ აი, ხვალ ვეღარ შეინარჩუნებთ… მაგრამ, ბევრი ადამიანი მოდის აზრზე (უკაცრავად ამ გამონათქვამზე) და ფაქტია, რომ ბევრ რამეს ჩვენ კიდევ ვიხილავთ უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მან ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და მის ირგვლივ მსოფლიოში განვითარებულ პროცესებზე, რაც საქართველოზე პირდაპირ აისახება. მისი თქმით, ევრობიუროკრატები, რეალურად ევროპელი ხალხის ნებას არ წარმოადგენენ – ევროპელ ხალხს ომი და არეულობა არ სურს.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ევროპული სახელმწიფოების ხალხიდან წამოსული ნება, რომელმაც მაგალითად მაკრონი იმიტომ აირჩია, რომ მაკრონმა მერე საქართველოს თითები უქნიოს და საქართველოს დესტაბილიზაციაზე იზრუნოს. არც ლატვია, ლიტვასა და ესტონეთში აურჩევიათ ამ მიზეზით ხელისუფლებები. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ევრობიუროკრატია ისეთი, რომელიც სხვა მეთოდით იმართება, ხალხი არაფერს აღარ წარმოადგენს – არავის მიერ არჩეული ბიუროკრატიის გაერთიანება გახდა ევროკავშირი და ევროპარლამენტის ეს უტიფარი რეზოლუციები არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. რასაკვირველია ხალხს ეს არ უნდა, ხალხი სისხლით არის დაღვრილი და საერთო საკაცობრიო ლოზუნგი როგორც კი წამოჭრა ტრამპმა და თქვა, რომ ახალგაზრდები იხოცებიან, ქართველები იხოცებიან (ქართველები არ უთქვამს, მაგრამ რამდენია ასე ბრძოლის ველზე დაცემული და მიტოვებული სააკაშვილის ხელისუფლების დროს) იხოცებიან რუსები და უკრაინელები. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გაათანაბრა, იმას ნიშნავს, რომ თქვენც უნდა მოხვიდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები გაგრძელდებაო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები