შსს: „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლდებიან, თავს დაესხნენ.

„თბილისში, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები